აშშ-მა უკრაინას 2,5 მილიარდი დოლარდი ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა.
„დღეს სიამაყით ვაცხადებ დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის დახმარებას უკრაინას უსაფრთხოებისთვის, რადგან უკრაინელი ხალხი აგრძელებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვას რუსული აგრესიისგან”, – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
დახმარება მოიცავს როგორც იარაღის სასწრაფო მიწოდებას, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემების, არტილერიისა და სხვა კრიტიკულად საჭირო იარაღის გრძელვადიან მიწოდებას.