აშშ-ის პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკის აღდგენის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე პოლ ვოლკერმა თანამდებობა დატოვა.
ფინანსური მრჩევლის დათხოვნის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა 20 იანვრის საღამოს თავად დაადასტურა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, საკუთარ მდიდარ გამოცდილებას სერიოზულ გამოწვევებთან მიმართებით პოლ ვოლკერი შესანიშნავად იყენებდა.
შეგახსენებთ, ობამამ საკონსულტაციო საბჭო 2009 წლის თებერვლიდან შექმნა. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული, მას პოლ ვოლკერი ხელმძღვანელობდა. უფრო ადრე კი, ვოლკერი ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემას მეთაურობდა. საბჭოს შემადგებლობაში, ასევე, მსხვილი მწარმოებლები, თეორეტიკოს-ეკონომისტები და პროფესიული კავშირების ლიდერები შედიოდნენ.