ამ "კანონებით" რეჟიმის ავტორიტარიზმიდან დიქტატურისკენ სვლამ კიდევ ერთი უმძიმესი ნაბიჯი გადადგა, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს დილიდან, უზურპატორულმა რეჟიმმა თვითმარქვია პრეზიდენტის ხელმოწერით გამოაქვეყნა კანონები, რომელთა მოქმედება არა მხოლოდ არალეგიტიმურობის, არამედ ანტიკონსტიტუციურობის და ანტიკონვენციურობის გამო დაუშვებელია, რადგან შეიცავს ადამიანის უფლებების და თავისუფლების შეზღუდვის უმძიმეს წინაპირობებს.
ამ "კანონებით" ხელისუფლების უზურპაციამ და რეჟიმის ავტორიტარიზმიდან დიქტატურისკენ სვლამ კიდევ ერთი უმძიმესი ნაბიჯი გადადგა“, - წერს გვარამია.
მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის მიერ ბოლო დღეებში დაჩქარებულად მიღებულ ადამიანის უფლებების შემზღუდავ სადავო კანონებს ხელი მოაწერა. აღნიშნული კანონები ძალაში დღეიდან შევიდა.