ჰაიტის ექს-დიქტატორს ჟან-კლოდ დუვალიეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა, ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს. ამის შესახებ "ფრანს-პრესი" იუწყება.
ჰაიტის ერთ-ერთმა მოსამართლემ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, აღნიშნა, რომ დუვალიესთვის ქვეყნის დატოვების აკრძალვა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებითაა განპირიბებული.
2011 წლის იანვრიდან დუვალიეს კორუფციასა და სახელმწიფო სახსრების უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებენ. ეს ბრალდება 1971-დან 1986 წლამდე მის მმართველობის პერიოდს ემთხვევა.
ამასთან, ჰაიტის ოთხმა მცხოვრებმა 19 იანვარს დუვალიეს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. ისინი ექს-დიქტატორს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადებულ დანაშაულში სდებენ ბრალს. ერთ-ერთი მათგანი, ვინც სარჩელი შეიტანა, ჟურნალისტია.
შეგახსენებთ, დუვალიემ დევნილობაში 25 წელი გაატარა. 2011 წლის 16 იანვარს ჰაიტიში მოულოდნელად დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. დუვალიეს განაცხადის მიუხედავად, რომ ის ქვეყანაში დარჩენასა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას აპირებდა, უკვე 20 იანვარს გაცხადდა, რომ დუვალიემ ქვეყნის დატოვებას კვლავაც აპირებდა.