თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
სასამართლომ ჯაფარიძე 2 500 ლარით დააჯარიმა და იარაღის ტარების უფლება 3 წლით შეუზღუდა.
"ჯარიმა დამაკისრეს. ჯარიმა ნაკლებად მნიშვნელოვანია, სინამდვილეში მთელი ეს პროცესი იმიტომ იყო, რომ ცეცხლსასროლი იარაღის უფლება შეეჩერებინათ და შემიჩერეს, მაქსიმუმი იყო სამი წელი და სამი წლის ვადით შემიჩერეს. ამ რეალობაში პოლიცია იცავს „ტიტუშკებს“ და არა მოქალაქეებს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
სასამართლომ ჯაფარიძე სამართალდამრღვევად ცნო 2 დეკემბრის ინციდენტზე. ზურაბ ჯაფარიძე 2 დეკემბერს თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობასა და გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.