ხვალ, 21 იანვარს, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია გაიმართება. ბელორუსის პრეზიდენტის ინაუგურაცია ჟურნალიტების გარეშე ჩაივლის. ინაუგურაცია რესპუბლიკის სასახლეში შედგება და მასზე ჟურნალისტების დასწრების საკითხი არც კი განიხილება, თუმცა ცერემონიალს პირდაპირ ეთერში ბელორუსული სატელევიზიო არხები გადასცემენ.
ბელორუსის კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო ფიცის დადების ცერემონიალს ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატები, ასევე საკონსტიტუციო, უზენაესი და უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეები დაესწრებიან.
ინაუგურაციის ცერემონიალზე პრეზიდენტი დადებს ფიცს: "ვიღება ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალებას და საზეიმოდ ვდებ ფიცს, რომ ვემსახურები ბელორუსის რესპუბლიკის ხალხს, პატივს ვცემ და დავიცავ სიმართლეს, მოქალაქეების თავისუფლებას, პატივს ვცემ და დავიცავ ბელორუსის რესპუბლიკის კონსტიტუციას, კეთილსინდისერად შევასრულებ ჩემთვის მონიჭებულ უმაღლეს მოვალებებს".
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლუკაშენკოს ინაუგურაციას არ დაესწრება. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, შესაბამისი მოწვევა ადმინისტრაციაში არ შესულა.
შეგახსნებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში 19 დეკემბერს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში ბელორუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა.