სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე არასრულწლოვანთა დაწესებულებას ეწვია.
მინისტრთან ერთად მსჯავრდებულებს ცენტრის დირექტორი თენგიზ გოგოტიშვილი შეხვდა და ნატოს შესახებ ინფორმაცია გააცნო.
დაწესებულებაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიის ამსახველი ფილმის ჩვენება მოეწყო. მსჯავრდებულებს ნატოს შექმნისა და მუშაობის შესახებ სხვადასხვა სახის ლიტერატურაც გადაეცათ.
არასრულწლოვან მსჯავრდებულთა განათლებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტია.