ყულევში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი მყვინთავის დაღუპვის საქმეს სამართალდამცველები სწავლობენ. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.
არსებული ინფომაციით, წყალქვეშ, ჩაძირულ გემზე, შემადუღებელი აპარატის ამუშავებას დაგროვილი აირის ან ნავთობპროდუქტების აფეთქება მოჰყვა, თუმცა კომპანია "სოკარ ჯორჯია პერტოლიუმში" ნავთობპროდუტების აფეთქებას გამორიცხავენ.
მათი მტკიცებით, 2008 წელს ჩაძირული უკრაინული გემის რეზერვუარები ნავთობპროდუქტებისგან დაცლილი იყო.
როგორც ცნობილია, შემთხვევა ყულევის ტერმინლათან დღეს დილით მოხდა. ჩაძირული უკრაინული გემის ამოღებისას ორი მყვინთავი დაიღუპა. უკრაინული გემი "სკადოლსკი" ორი წლის წინ ნაპირის გასაღრმავებელ სამუშაოს დროს ჩაიძირა.
მყვინთავები ერქან კარსკი და მურად ქარაოღლი თურქული კომპანიის "ქუზეინ მარინის" თანამშრომლები და თურქეთის მოქალაქეეები არიან.
მსგავსი შემთხვევა ყულევში დეკემბერშიც მოხდა: წყალქვეშა სამუშაოს დროს 25 წლის მყვინთავი ზულფითერ ფაჰლამანი მძიმედ დაშავდა.