მიმაჩნია, რომ "ოცნების" რუსული რეჟიმი ტრამპის ადმინისტრაციისგან ძალიან მკაცრად დაისჯება - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
მისი თქმით, ის მოლოდინი, რომელიც ივანიშვილის გუნდს ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციისგან აქვს ილუზორულია იმ ფონზე, როდესაც ტრამპის პარტიის წევრები ქართველი ოლიგარქის სანქცირებას პირდაპირ ითხოვენ.
"გუშინ ერთმანეთის მიყოლებით გააკეთა განცხადება ამერიკის რესპუბლიკური ლიდერშიფის ყველა წარმომადგენელმა შტატების უმაღლესი საკანონდებლო ორგანოს ორივე პალატაში, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება უნდა მოხდეს. თუ ვინმეს აქვს რაიმე ილუზია, რომ ტრამპის პარტიის მოთხოვნის ფონზე, ივანიშვილის სანქცირების თაობაზე 20 იანვარი რაიმეს შეცვლის, მემგონი გუშინ ვნახეთ ჩვენ, რომ შეიცვალა თვითონ რუსული რეჟიმის წარმომადგენლების რიტორიკა. მე მიაჩნია, რომ შეიცვლება რიტორიკა, შეიცვლება იმგვარად, რომ რუსული რეჟიმი, რომელმაც საქართველო მიუგდო საჯიჯგნად რუსეთს, ჩინეთს და ირანს, ძალიან მკაცრად დაისჯება ახალი ადმინისტრაციისგან და ამ პოლიტიკური ძალისგან", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.