ერაყში რამდენიმე დღეა ტერაქტების სერია მიმდინარეობს. დღეს ტერორისტებმა ქალაქ კარბალაში, მუსულმანურ ფესტივალზე, ორი ბომბი ააფეთქეს. აფეთქების შედეგად 45 კაცნი დაიღუპა, ხოლო 130 დაშავდა.
როგორც BBჩ იუწყება, ერაყში ბოლო დროს თავდასხმები შემცირდა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა ტერაქტებმა იმატა, რასაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ფესტივალი "შია" 40 დღის განმავლობაში გრძელდება და მასზე დასასწრებად კარბალაში მილიონზე მეტი პილიგრიმია ჩასული.