WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჯი, შესაძლოა, სამი კვირის შემდეგ რუსეთს ეწვიოს. ამის შესახებ "ახალი ამბების რუსული სამსახურის" პირდაპირ ეთერში განცხადება ფონდ WikiLeaks-ის მეგობების" ერთ-ერთმა შემქმნელმა ისრაელ შამირმა გააკეთა.
როგორც შამირმა აღნიშნა, ასანჯს რუსეთში ჩასვლა ძალიან სურს. მან უკვე მიიღო რუსეთის ვიზა. უბრალოდ, ამ ქვეყანაში ჩასვლა ვერ მოასწრო.
რუსეთის დამოუკიდებელმა საზოგადოებრივმა ფონდმა _ "ვიკილიქსის მეგობრები" ჯულიან ასანჯი რუსეთში მიიწვია. ასანჯის რუსი "მეგორების" მიზანია, სკანდალური პორტალის დაფუძნებელს დაეხმაროს. ფონდი ასანჯის რუსეთში ჩასვლის ორგანიზებასაც გასწევს.
შეგახსენებთ, დღესდღეობით ჯულიან ასანჯი ლონდონში იმყოფება, სადაც მას შვედეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ელის.