ამერიკის ფედერალური უშიშროების ბიურომ, FBI-მ, "მაფიური ოჯახის" 100-ზე მეტი წევრი დააკავა. ეს ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაციაა, რომელიც ნიუ-იორკის ისტორიაში ჩატარებულა.
ეჭვმიტანილებს ბრალი ედებათ არალეგალურ სათამაშო ბიზნესში, მკვლელობებსა და სხვადასხვა დანაშაულში მონაწილეობა.
დაკავებულები ნიუ- იორკში მოქმედი ხუთივე კლანისა და ნიუ-ჯერსიში მოქმედი ერთ-ერთი კლანის წევრები არიან.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, ნიუ-იორკში "გამბინოს", "ჯენოვეზეს", "ლუკეზეს", "ბონანოსა" და "კოლომბოს" კრიმინალური ოჯახები მოქმედებენ, ხოლო ნიუ-ჯერსიში "დეკალვაკანტეს" ოჯახი ეწეოდა ფართომასშტაბიან კრიმინალურ საქმიანობას.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში ფართო მასშტაბიანი სპეცოპერაცია 2008 წელსაც ჩატარდა. ორი წლის წინ, FBI-ის გამოძიების შედეგად ამერიკელმა სამართალდამცველებმა 80-ზე მეტი კრიმინალი დააკავეს.