თბილისის საქალაქო სასამართლომ "კონსერვატიული პარტიის" წევრ გია ყრუაშვილსა და დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელ მანუჩარ სიგუას 14-დღიანი პატიმრობა, იძულებით გადაადგულებულ 3 პირს (ირინა ფირცხელიანს, ბელა ხერგიანსა და ჯულიეტა ცინდელიანს) კი 400-400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სასამართლომ ადმინისტრაციული სასჯელის სულ 5 დაკავებულისთვის შეფარდების საკითხზე იმსჯელა. სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირები სასამართლომ ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გაასამართლა.
შეგახსენებთ, რომ 10 პირი ბაგებში, სტუდქალაქიდან დევნილების გამოსახლების დროს დააკავეს. მათგან 5 ქალი იყო. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს.