მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ვარ ერთგული იმ ჯარის, რომელმაც იცის სად არის მისი მტერი და ასევე კარგად იცის ვინ არიან პარტნიორები, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
"გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რამეთუ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარში ანწუხელიძის რომელიც არის ძალიან ღირებული. ეს არის ნიშანი, რომ ჩვენ არ შეძლება არ ვუერთგულოთ ანწუხელიძეს, არ შეიძლება რომ არ ვუერთგულოთ ჩვენ ჯარს, არ შეიძლება რომ არ ვუერთგულოთ იმ სულისკვეთებას, რომლითაც იცხოვრა და გარდაიცვალა ანწუხელიძე, ეს არის საქართველოს სიყვარული და არდანებება, რომ არ დაუთმო არავის ამ ქვეყნის თავისუფლება, მომავალი და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს. ასევე მე აღვნიშნე გუშინ, რადგანაც ასევე იყო ვეტერანების მარში, რომ მე როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ვარ ერთგული იმ ჯარის, რომელმაც გაიარა რთული წლები, რომელმაც იცის სად არის მისი მტერი და რომელმაც იცის ასევე ძალიან კარგად ვინ არიან ის პარტნიორები, რომლებმაც მას ხელი გაუწოდეს და დაეხმარნენ, რომ მისი აღჭურვა, მზადყოფნა, მისი პროფესიონალიზმი ყოფილიყო იმ დონეზე, სადაც არის დღეს," - განაცხადა პრეზიდენტმა.