საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. მათგან, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს.