მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა ავსტრიას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გაზეთი "დი პრესი" ავრცლებს.
გამოცემის თანახმად, ლუჟკოვმა პოლიტიკური თავშესაფრი ჯერ ლატვიას სთხოვა, თუმცა უარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ყოფილი მერის მეუღლეს, ელენა ბატურინას,
ვენაში საკუთარი სასტუმრო აქვს და ლუჟკოვების ოჯახს იმედი აქვს, რომ ავსტრიაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას დაუკმაყოფილებენ.