საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის სასახლეში მიიწვია.
აღნიშნული განცხადება მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
„მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი უნდა შეთანხმებული იყოს 29-მდე. 29-მდე ჩვენ ყველას გვაქვს დიდი შანსი, რომ ეს ქვეყანა წინ წავწიოთ, რომ ამ ქვეყნიდან მთელ მსოფლიოში წავიდეს დემოკრატიის, შერიგების, წინსვლის მაგალითი. ველოდები პასუხს. ეს ყველაფერი რომ ნათელი იყოს, ხვალ, საღამოს სასახლიდან ჩავწერ სრულ სიტყვას, რადგან აქ არამხოლოდ სცენა, არამედ, როგორც ჩანს, ხმაც დამიპატიმრეს. მაგრამ, არაფერი იქნება. შევხვდებით და გელოდებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.