თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 თებერვლისთვის გადაიდო ირაკლი ზედგენიძის სარჩელის განიხილვა, რომელიც სლოტ კლუბ "ვეგასში" მოგებული ორ მილიონ ლარზე მეტის გადახდას ითხოვს.
მოსარჩელის მხარემ სასამართლო პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის სასამართლოში მთავარი მოწმეების გამოძახების საკითხი. კერძოდ, ადვოკატმა იმ პოლიციელის დაბარება მოითხოვა, რომელმაც მოგებული თანხა დააფიქსირა.
შეგახსენეთ, რომ გასულ წელს სლოტ კლუბ "ვეგასში" ირაკლი ზედგენიძემ სათამაშო აპარატზე 2 მილიონ 718 ათასი ლარი მოიგო, თუმცა კლუბის მეპატრონეებმა თანხის გადახდაზე უარი განაცხადეს.
მათი მტკიცებით, სათამაშო პარატი გაფუჭებული იყო.