ეუთოს დასკვნა ცალსახად ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართა უამრავი დარღვევით და ვერ მოიპოვა საზოგადოების ნდობა, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
"ეუთოს დასკვნა ცალსახად ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართა უამრავი დარღვევით და ვერ მოიპოვა საზოგადოების ნდობა.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისი მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას, მხოლოდ პროცესის შეფასებას. პროცესი შეფასებულია უარყოფითად. დასრულდა საუბარი ეუთოს დასკვნის მოლოდინზე.
დასკვნა დაიდო. არჩევნებმა ვერ მოპოვა საზოგადოების ნდობა. წერტილი", - წერს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
იურისტ საბა ბრაჭველის განცხადებით, ოდირის შეფასებით, "ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ საუკუნეში საქართველოში ჩატარებულა".