ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია დღეს წარადგენს წინადადებას ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე.
"ქართველი ხალხი აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას შეაჩეროს სვლა ევროკავშირისკენ. მშვიდობიან პროტესტებს პოლიციის მხრიდან ძალადობა მოჰყვა.
დღეს ჩვენ წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის.
ჩვენი გზავნილი ხელმძღვანელობისთვის ნათელია: შეწყვიტეთ საკუთარი ხალხისთვის ზიანის მიყენება", - წერს ფონ დერ ლაიენი.