დღეს, 26 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომა გაიმართება.
სხდომაზე 9 საკითხის განხილვაა დაგეგმილი. განიხილება "ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანიის" ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება, ასევე სს "ავტოგაზის" ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება.
სხდომაზე განიხილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისმარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების შეუსრულებლობის გამო სს "თელასისათვის" ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების პროექტიც.
კომისიის წევრები განიხილავენ ასევე მოქალაქე გ. ჯაფარიძესა და სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" შორის არსებული დავის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების პროექტს. ასევე მოქალაქე ი. სიხარულიძესა და სს "თელასს" შორის არსებული დავის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების პროექტს.