"სამშობლოსთვის თავდადებული ვეტერანები მოსამართლემ ბრალდებულად ცნო და მათ არაადექვატური სახდელები დაუწესა,"_აღნიშნა საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა თეა წულუკიანმა "ჯი-ეიჩ-ენთან" კომენტირებისას.
მისი თქმით, მოსამართლე თეა თადაშვილს პირველ ინსტანციაში უნდა გამოეკვლია ვეტერანთა საკითხი. თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ, მოსამართლემ აქტის კანონიერება არ შეისწავლა და ვეტერანთა განმარტებანი არ გაიზიარა. ამასთან, მან ჭეშმარიტების საზიანო გადაწყვეტლება გამოიტანა.
წულუკიანი მიიჩნევს, რომ პირველ ინსტანციაში არსებული დარღვევა უნდა გამოსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო არენაზე საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, იმიჯი კითხვის ქვეშ დადგება.
თეა წულუკიანის განმარტებით, ხელისუფლებამ ვეტერანების გამოხატვის თავისუფლება დაარღვია, რაც საერთაშორისო კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევაა.
შეგახსენებთ, 2011 წლის 3 იანვარს ქართველმა სამართალდამცავებმა გმირთა მემორიალთან მიმდინარე ვეტერანთა მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს.