საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ფრანგული პროვინცია ელზასი, სიტყვით გამოსვლისას, გერმანიას მიაკუთვნა, რასაც პუბლიკის აღშფოთება და სტვენა მოჰყვა.
სარკოზი სიტყვით გამოდიოდა ელზასის ქალაქ ტრუხტერშაიმში, რომელიც გერმანიის საზღვრიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.
საფრანგეთის პრეზიდენტი განმარტავდა, რომ შესაძლებელია ინდოეთსა და ჩინეთს შორის არაკეთილსინდისიერი კონკურენცია არსებობდეს, მაგრამ არა - საფრანგეთსა და გერმანიას შორის.
"ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ გერმანიის მიწაზე ვიმყოფები", - განაცხდა სარკოზიმ, რასაც პუბლიკის მხრიდან სტვენა, რის გამოც სარკოზი უხერხულ სიტუაცუაში აღმოჩნდა და იძულებული გახდა შეცდომის აღიარების ნიშნად ხელები მაღლა აეწია.
ელისეის სასახლის წარმომადგენელმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს უნებლიე შეცდომა იყო.
პროვინცია ელზასი დიდი ხნის განმავლობაში ხან გერმანიის, ხანაც საფრანგეთის შემადგენლობაში იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, საფრანგეთის კუთნილებაა.