ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ესპანეთმა მკაფიოდ გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებების მდგომარეობისა და სავარაუდო დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ.
„ესპანეთმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებების მდგომარეობისა და სავარაუდო დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიებს, რასაც ყოველთვის შევეწინააღმდეგებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა რუმინეთს, იტალიას, ესპანეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს "ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირებისა" და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვისთვის.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა მის განცხადებას "ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ ევროკავშირის შიდა დისკუსიები არასწორად და არაზუსტად იქნა წარმოჩენილი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.