SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი ისტორიაში, რომლის ქონებამ 400 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, წერს Bloomberg.
Bloomberg-ის მილიარდერეის ინდექსით ბოლო ნაბიჯი გახდა SpaceX-ის აქციების გაყიდვა, რამაც მასკის წმინდა კაპიტალი დაახლოებით 50 მილიარდი დოლარით 439,2 მილიარდ დოლარამდე გაზარდა,
Forbes-ი ამჟამად მასკის ქონებას 367,5 მილიარდ დოლარად აფასებს. ის კვლავ რჩება გამოცემის მილიარდერთა სიაში პირველ ადგილზე.
Bloomberg აღნიშნავს, რომ 2022 წლის ბოლოს მასკის კაპიტალი 200 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა, მაგრამ ახლახან დაიწყო ზრდა და განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ.