თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი, გიორგი ბარამიძე პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო.
ბარამიძე საკუთარ სახლში 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს. პროკურატურამ ენმ-ს ლიდერს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს.
საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.