სტუდენტებმა “თეატრალური უნივერსიტეტის“ ფოიე დაიკავეს. ისინი რექტორთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც ირკვევა, რექტორი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათთან შეხვედრას ვერ ახერხებს.
„ჩვენ ვართ გაფიცული სტუდენტები, რომლებიც იკავებენ თეატრალური უნივერსიტეტის შესასვლელს იმიტომ, რომ გვინდა გაკეთდეს მკაფიო და ღია განაცხადი, რომელიც ეხება სოლიდარობას ჩვენი კოლეგებისა თუ სხვა დაშავებული და დაპატიმრებული ადამიანების მიმართ.
ეს არ გაკეთებულა აქამდე და საბოლოოდ მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დაგვეკავებინა შესასვლელი, რათა ჩვენი პროტესტი გამხდარიყო კიდევ უფრო მკაფიო. იმედი გვაქვს, ხვალ ეს განცხადება გაკეთდება.
დავრჩებით აქ იქამდე, სანამ რექტორს არ შევხვდებით და სანამ საჯაროდ არ გამოქვეყნდება [სოლიდარობის] განცხადება“, -განუცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა გამოცემა„პუბლიკას“.