გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, გელა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირებდა.
14 სექტემბერს, ირაკლი კობახიძის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებდა.
ის სუს-ში გადასვლამდე შს მინისტრის პოსტს იკავებდა.