ვისოლ ჯგუფის მიერ გახსნილი სუპერმარკეტი „სმარტი" ფართოვდება და გლდანში ახალი ობიექტის მშენებლობას იწყებს.
გლდანის პირველ და მეექვსე მიკრორაიონებს შორის განთავსებული თანამედროვე სავაჭრო ცენტი 5000 კვადატულ მეტრზე იქნება გადაჭიმული და მომხარებელს ყველა საჭირო მომსახურებას შესთავაზებს. მაღალტექნოლოგიური სავაჭრო ცენტრი რამდენიმე ობიექტს მოიცავს. სავაჭრო ცენტრის ძირითად ნაწილს სუპერმარკეტი „სმარტი" დაიკავებს და მას 3500 კვადრატული მეტრი ფართი დაეთმობა.
ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო არჩევანი და ზომიერი ფასები სუპერმარკეტში, კომფორტული კაფე სრული მომსახურებით, ინტერნეტ (WIFI) ზონა, აფთიაქი, ბანკის ფილიალი, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები, ბავშვთა კუთხე - ეს «ყველაფერი ერთ ადგილას" მომხმარებელს სრულ კომფორტს შეუქმნის.
აღნიშნული ობიექტის მშენებლობაში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციას განხორციელდება. ობიექტის მშენებლობაში მონაწილეობას ქართველებთან ერთად ვისოლ ჯგუფის უცხოელი კონსულტანტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ასევე მოხდება თანამედროვე სავაჭრო ცენტრის მიმდინარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. მოსახლეობას აქ დასვენების საშუალებაც მიეცემა.
„სმარტის" გლდანის თანამედროვე სავაჭრო ცენტრში 150-მდე ადამიანი დასაქმდება. მშენებლობის დასრულება 2012 წლისათვის იგეგმება.
წლის ბოლომდე «სმარტის" სუპერმარკეტები ვაზისუბანში, კახეთის გზატკეცილზე და თბილისის ცენტრშიც გაიხსნება. ასევე მიმდინარეობს სუპერმარკეტების მშენებლობა წყნეთში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, გორში, მარნეულში, სამტრედიასა და ზუგდიდშიც. სუპერმარკეტების ქსელი სხვადასხვა ფორმატების იქნება. მომავალი სამი წლის მანძილზე ვისოლ ჯგუფი «სმარტის" სუპერმარკეტების ქსელის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს და 3000-მდე ადამიანს დაასაქმებს.
ვისოლ ჯგუფმა ახალი მიმართულების განვითარება 2010 წელს დაიწყო და „სმარტის" პირველი სუპერმარკეტი აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე ვისოლის ავტოგასამართ სადგურთან გახსნა.