უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სატელეფონო ზარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
„ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ვიქტორ ორბანი არ დაურეკავს ასადს მოსკოვში მისი ერთსაათიანი ლექციების მოსასმენად...
სრულიად ნათელია, რომ რეალური მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოების მისაღწევად საჭიროა ამერიკის მონდომება, ევროპის ერთიანობა და ყველა პარტნიორის ვალდებულება, დაიცვას გაერო-ს წესდების მიზნები და პრინციპები“, - წერს ზელენსკი ტელეგრამის არხზე.
მან ასევე მოუწოდა პოლიტიკოსებს არ ითამაშონ ერთიანობის ხარჯზე საკუთარ იმიჯზე
ევროპაში ერთიანობას ყოველთვის მოაქვს წარმატება. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომზე საუბარი უკრაინის გარეშე არ შეიძლება. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპისა და ევროპის მრავალი ლიდერის, რომლებთანაც ჩვენ უკვე ერთად ვმუშაობთ რეალური მშვიდობისთვის, სწორი და ძლიერი გადაწყვეტილებების მოსაძებნად“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.