საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აზისს განვითარების ბანკის სერთიფიკატი მიიღო.
სერტიფიკატში საგანგებოდაა აღნიშნული საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წვლილი აზიის განვითარების ბანკის 2010 წლის ყოველწლიური პუბლიკაციის "აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ძირითადი მაჩვენებლები" მომზადებაში.
პუბლიკაცია მომზადებულია რეგიონის სახელმწიფოების სტატისტიკური უწყებების მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე და შეიცავს ეკონომიკურ, ფინანსურ, სოციალურ და გარემოსდაცვით სტატისტიკურ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკის 48 წევრი სახელმწიფოს შესახებ.