გარემოს დაცვის ინსპექციამ კიდევ ერთი კანონდარღვევა დააფიქსირა, კერძოდ აღმოსავლეთ ცენტრალურმა ბიურომ მორიგი პატრულირებისას დუშეთის რაიონის სოფელ თვალივის ტერიტორიაზე ბრაკონიერთა 8 კაციანი ჯგუფი დააფიქსირა, რომლებიც უკანონო ნადირობას ახორციელებდნენ.
კანონდამრღვევთა მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევისა და მიმალვის მცდელობას. სამი მათგანი დაკავებულია, ამოღებულია ერთი ბერეტა, ორი შKშ-ის ტიპის სანადირო თოფი და ნანადირევი შველი.
გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 5000 ლარი შეადგინა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მასალები შემდგომი მოკვლევისათვის გადაეცა პროკურატურას, მიმდინარეობს გამოძიება.
გარემოს დაცვის ინსპექციამ, ბოლო წლის განმავლობაში 125 უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინა.