ბათუმი მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ახლადდანიშნული ხელმძღვანელი თამაზ დარჩიძე ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობების თავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ახალ პროექტებს და მიზნობრივ პროგრამებს შეეხო. დეპარტამენტის ხელმძღვანელი სტუდენტებს იმ პროგრამებზეც ესაუბრა, რომლის განხორციელებასაც 2011 წელს ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება აპირებს.
მიმდინარე წელს კვლავ პრიორიტეტული რჩება სტუდენტთა დასაქმება, ასევე ბანაკი "პატრიოტი" და სამთო ბანაკის პროგრამა. გარდა ამისა გაიმართება სხვადასხვა ფესტივალებიც.
წელს ფესტივალი "ერის ხმა" უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და მასში კავკასიისა და ევროპის ქვეყნების უმაღლესი საწავლებლების სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.