BBC-ის რუსულენოვანი ბიუროს ინფორმაციით, ყველა რუსულმა სამხედრო ხომალდმა დატოვა რუსული საზღვაო ბაზა სირიის საპორტო ქალაქ ტარტუსში.
ოფიციალურად, ამ ობიექტს სირიაში რუსეთის საზღვაო ძალების ლოგისტიკური მხარდაჭერის პუნქტს უწოდებენ - რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ ეს არ არის სრულფასოვანი სამხედრო ბაზა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სექტემბერში გავრცელებული ცნობის თანახმად, ტარტუსში იმყოფებოდნენ ფრეგატი "ადმირალი გრიგორევიჩი", კორვეტი "მერკური", "საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი გორშკოვი" და წყალქვეშა ნავი "უფა".
რუსეთისთვის, როგორც თავად უწოდებს, საზღვაო ძალების ლოგისტიკური მხარდაჭერის პუნქტს, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის არის ერთადერთი რუსული საზღვაო ობიექტი ხმელთაშუა ზღვაში. მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ტარტუსიდან გემების გაყვანა შეიძლება ნიშნავს, რომ რუსეთის სარდლობა არ არის დარწმუნებული მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობებში.
2024 წლის შემოდგომაზე სირიაში რუსული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობამ 7,5 ათასამდე ადამიანი შეადგინა.
სირიაში დიქტატორ ბაშარ ალ-ასადის მრავალწლიანი სასტიკი მმართველობა დაემხო.