პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ სირიის შემდეგ მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს რუსეთის დამარცხების შესაძლებლობა.
ამის შესახებ ტუსკი Х-ზე წერს.
„სირიაში განვითარებული მოვლენების შემდეგ მსოფლიომ კიდევ ერთხელ უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე სასტიკი რეჟიმიც კი შეიძლება დაემხოს და რომ რუსეთი და მისი მოკავშირეები შეიძლება დამარცხდნენ“, - წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.