სირიის დამხობილი დიქტატორი ბაშარ ალ ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ, რუსეთის ფედერაციამ მათ თავშესაფარი მისცა. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო სააგენტო „ტასს“კრემლის წყარომ განუცხადა.
აღნიშნულია, რომ სირიის ოპოზიციის ლიდერები რუსეთის სამხედრო ბაზებისა და დიპლომატიური ინსტიტუტების უსაფრთხოების გარანტიას იძლევიან.
წყაროს ცნობით, რუსეთის ფედერაცია საჭიროდ მიიჩნევს სირიაში მოლაპარაკებები გაერო-ს ეგიდით.განაახლოს.
შეგახსენბთ, ბაშარ ალ-ასადმა დამასკი თვითმფრინავით მას შემდეგ დატოვა, რაც სირიის არმიის წინააღმდეგ მებრძოლი შეიარაღებული მეამბოხე ჯგუფები სირიის დედაქალაქში შევიდნენ. სირიელმა მეამბოხეებმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში საუბრისას განაცხადეს, რომ მათ დაამხეს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი.
ამის შემდეგ Reuters-მ სირიულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები, რომ ბაშარ ალ-ასადი, დიდი ალაბთობით, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
Flightradar24-ის ცნობით, სირიული ბორტი Air Il-76 დამასკიდან სირიის დროით 4:55 საათზე გაფრინდა და სირიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიმართულებით გაემართა, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული.
მოგვიანებით, თვითმფრინავი მკვეთრად შემობრუნდა და დაშვება დაიწყო. მალევე ის რადარებიდან გაქრა, როდესაც ის 500 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.
"თვითმფრინავი გაქრა რადარებიდან. შესაძლოა, სიგნალის გადამცემი მოწყობილობა გაქრა, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა", -განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა წყარომ.