სასამართლომ "მთავარი არხის" ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ბექა ყორშია 2 200 ლარით დააჯარიმა.
ბექა ყორშიას ბრალდების მხარე პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
ბექა ყორშია 6-7 დეკემბერს ღამით დააკავეს. ადვოკატის თქმით, მასზე ავტომობილში ფიზიკურად იძალადეს.
დღეს, ბექა ყორშია ზაჰესის იზოლატორიდან საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს.