შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებათა შედეგად დაკავებულ იქნა შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი იოსებ ბირთველიშვილი.
როგორც შს სამინისტრო იუწყება, დაკავებულმა პოლიციელმა გადაამეტა მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, უხეშად ჩაერია მეწარმეთა შორის არსებულ ფინანსურ დავაში და ერთ-ერთი მეწარმე აიძულა უარი ეთქვა კუთვნილ 4000 ლარზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა დაპატიმრებით და სხვა პრობლემების შექმნით.
იოსებ ბირთველიშვილი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
მასალის გამოყენების პირობები