სირიის დამხობილი დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი, დიდი ალაბთობით, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. იტყობინება სააგენტო Reuters-ი სირიულ წყაროებზე დაყრდნობით.
Flightradar24-ის ცნობით, სირიული ბორტი Air Il-76 დამასკიდან სირიის დროით 4:55 საათზე გაფრინდა და სირიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიმართულებით გაემართა, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული.
მოგვიანებით, თვითმფრინავი მკვეთრად შემობრუნდა და დაშვება დაიწყო. მალევე ის რადარებიდან გაქრა, როდესაც ის 500 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.
"თვითმფრინავი გაქრა რადარებიდან. შესაძლოა, სიგნალის გადამცემი მოწყობილობა გაქრა, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა", -განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა წყარომ.
სხვა წყაროებიდან ამ ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა ჯერჯერობით არ არსებობს.
ბაშარ ალ-ასადმა დამასკი თვითმფრინავით მას შემდეგ დატოვა, რაც სირიის არმიის წინააღმდეგ მებრძოლი შეიარაღებული მეამბოხე ჯგუფები სირიის დედაქალაქში შევიდნენ. სირიელმა მეამბოხეებმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში საუბრისას განაცხადეს, რომ მათ დაამხეს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი.