აფხაზი სეპარატისტები მდ. ფსოუდან ოჩამჩირემდე სარკინიგზო ლიანდაგის აღსადგენად ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრმა სერგეი შამბამ, ე.წ. ეკონომიკის მინისტრთან კრისტინა ოზგანთან და ე.წ. აფხაზური რკინიგზის სამმართველოს ხელმძღვანელთან გურამ გუბაზთან ერთად რამდენიმე ობიექტის ინსპექცია ჩაატარა.
ობიექტები ღია სააქციო საზოგადოება "რუსული რკინიგზას"-თან თანამშრომლობის მზადყოფნაზე შემოწმდნენ.
"აღნიშნული ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთში მოსალოდნელია "რუსეთის რკინიგზის" სარემონტო ბრიგადების ჩასვლა და ფსოუდან ოჩამჩირემდე სარკინიგზო ლიანდაგის აღდგენისათვის მუშაობის დაწყება", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მასალის გამოყენების პირობები