სააგენტო Reuters-ის ცნობით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა დატოვა ქვეყნის დედაქალაქი დამასკი. სააგენტოს ამ ინფორმაციას ორი სირიელი მაღალჩინოსანი უდასტურებს.
იგივე ინფორმაციას ადასტურებს ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვავატორიის წარმომადგენელი სააგენტო Associated Press-ს.
თუმცა არცერთმა წყარომ არ იცის, რა მიმართულებით გაემგზავრა სირიის დიქტატორი პრეზიდენტი ასადი.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის არმიის სარდლობამ აცნობა ოფიცრებს, რომ ასადის მმართველობა სირიაში დასრულდა.
პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ სირიელმა მეამბოხეება დამასკში შეაღწიეს. თვითმხილველების ცნობით, რომელსა ტელარხი Skynews-ი ავრცელებს, დამასკის მთავარ მოედენაზე შეკრებილია მოსახლეობა, რომლებიც აფრიალებენ დროშას და სკანდირებენ "თავისუფლებას".
მანამდე, სირიელმა მეამბოხებმა აიღეს ქალაქი ჰომსი, რომლის მოსახლეობაც აღტაცებით შეეგება ქალაქის გათავისუფლებას. "ასადი წავიდა, ჰომსი თავისუფალია", - სკანდირებდნენ ისინი.
სირიის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი მეამბოხეების დამასკში შეჭრისა და ასადის გაქცევის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე.