ექიმის განცხადებით, "ტვ პირველის" რეპორტიორ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს ტვინის შერყევა აღენიშნება.
ექიმი ამბობს, რომ მაკა ჩიხლაძეს და გიორგი შეწირულს კვლევები ჩაუტარდათ და სრულად მათი დაზიანებების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.
მედიის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები და ვნახოთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა. მსუბუქი თავის ტვინის შერყევა აქვთ და ვნახოთ დანარჩენი კვლევები დასრულდება. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. ძირითადად თავის, სახის და მუხლის არეში აქვთ დაიანებები. თვალი არ აქვთ. ყველა სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ არიან ორივე და ვნახოთ. სტაციონალიზაცია საჭიროა, მოთავსდებიან ეს პაციენტები. ტომოგრაფიაც გადავიღეთ და ორივეს ნევროლოგიურ განყოფილებაში მოვათავსებთ", - განაცხადა ექიმმა.