25 წლის წინ მანძილზე განდევნილი და სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნებული ჰაიტის ყოფილი დიქტატორი ჟან კლოდ დუვალიე მზადაა, კვლავაც დევნილობას დაუბრუნდეს.
როგორც ექს-დიქტატორის წარმომადგენელმა აღნიშნა, დუვალიეს გამგზავრება 20 იანვრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა პასპორტის გაუცემლობის გამო გამგზავრება გადავადებულია. შესაბამისი დოკუმენტის მიღებისთანავე დუვალიე ჰაიტის რესპუბლიკას დატოვებს, სადაც 16 იანვარს მოულოდნელად დაბრუნდა.
დუვალიეს თქმით, იგი ჰაიტელთა დასახმარებლად დაუბრუნდა სამშობლოს. მან ჰაიტიში დაბრუნება მაშინ გადაწყვიტა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გადადების შესახებ გამოცხადდა.
ცნობისთვის, 18 იანვარს დუვალიეს კორუფციასა და თანხების უკანონოდ მითვისების გამო ბრალდება წაუყენეს.
შეგახსენებთ, 1971 წელს ჟან კლოდ დუვალიემ, მეტსახელად ბები დოკმა, ჰაიტის ხელმძღვანელის პოსტზე საკუთარი მამა შეცვალა. 1986 წელს იგი ხელისუფლებას ჩამოაშორეს და მანაც ქვეყანა დატოვა.