ბაგების ყოფილი სტუდქალაქიდან დევნილების გამოსახლება მიმდინარეობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, გამოსახლების დროს დააკავეს მისი თანაპარტიელი გია ყრუაშვილი, "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი მანუჩარ სიგუა და სტუდქალაქში მცხოვრები რამდენიმე დევნილი, მათ შორის ქალებიც.
მისი თქმით, პოლიციასა და დევნილებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შემდეგაც მოხდა აღნიშნული პირების დაკავება.
ჩხარტიშვილის ინფორმაციით დაკავებულები თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილებაშია არიან გადაყვანილები.
როგორც ჩხარტიშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" აცხადებს, ამ დროისთვის დევნილებისთვის ალტერნატიული ფართი რეალურად შეთავაზებული არაა.
დევნილთა გამოსახლება ორხევის საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდანაც ასახლებენ.
ჩხარტიშვილის თქმით, დევნილთა გამოსახლების გამო, დღეს პარლამენტის შენობასთან, 14:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება.