ათიათასობით ადამიანი ტოვებს სირიის სიდიდით მესამე ქალაქ ჰომსს, ამბოხებულების მოახლოების გამო. იუწყება BBC
მეამბოხეების ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ამბობს, რომ მისმა მებრძოლებმა ჰომსისკენ მიმავალ გზაზე ორი ქალაქი გაიარეს - რასტანი და თელ ბისი - და ახლა ქალაქიდან დაახლოებით ხუთი კილომეტრით არიან დაშორებულნი.
ხუთშაბათს, ასადის საწინააღმდეგო კოალიციის ჯარები ქალაქ ჰამაში შევიდნენ. გასულ კვირას მეამბოხეებმა, 2016 წლის შემდეგ პირველად აიღეს ალეპო.
ჰომსი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, რომელიც დამასკოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან აკავშირებს, სადაც ძირითადად ალავიტები ცხოვრობენ.
ეს რელიგიური უმცირესობა ყოველთვის ითვლებოდა ასადის ოჯახის პოლიტიკურ დასაყრდენად.
ალავიტების უმცირესობის წარმომადგენლები ჰომსს სწრაფად ტოვებენ, ქალაქის გზები მანქანებით არის გადაჭედილი.
მანამდე SOHR-ი იუწყებოდა, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს რასტანის ხიდი მეამბოხეების წინსვლის შენელების მიზნით.
გარდა ამისა, SOHR-ის ცნობით, პარასკევს სირიის სამთავრობო ჯარებმა დაიწყეს ჰომსის დატოვება მეამბოხეების წინსვლის შესახებ ინფორმაციის გამო, მაგრამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ამას უარყოფს.
ქვეყნის აღმოსავლეთით ქურთებმა განაცხადეს, რომ შევიდნენ უმსხვილეს ქალაქ დეირ ეზორში.
სამთავრობო ჯარებმა, რამდენადაც ცნობილია, დატოვეს იგი ქვეყნის ცენტრში გადასასვლელად.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქურთებმა კონტროლი დაამყარეს ერაყთან სასაზღვრო პუნქტებზე.
Sky News Arabia, მოჰყავს ანონიმური წყაროები, რომ რუსეთმა აცნობა ასადის რეჟიმს, რომ ნებისმიერი მისი ინტერვენცია შეზღუდული იქნებოდა, რადგან კრემლს ახლა სხვა პრიორიტეტები აქვს.