ივანიშვილი ისტორიაში შევა, როგორც ბავშვებზე მოძალადე ჯალათი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ნათია მეზვრიშვილი სასამართლოს მიერ პროტესტის დროს დაკავებული 7 პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება.
„გამოდით ყველა, ვინც ჩემთან ერთად მუშაობდით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე და გააპროტესტეთ ამ ბავშვების ციხეში ჩაყრა, თორემ სახელობითად მოგადგებით ყველას - დიდიან პატარიანად! ამისთვის არ დაგვიწერია ეგ კოდექსი, ამისთვის არ გადაგვიმზადებია ათასობით გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე. გამოსვლის თუ გეშინიათ, მოახდინეთ გავლენა გადაწყვეტილებაზე და ეს ბავშვები სასწრაფოდ გამოუშვით. არ მოგასვენებთ სახელობითად!
ივანიშვილი ისტორიაში შევა როგორც ბავშვებზე მოძალადე ჯალათი“, - წერს მეზვრიშვილი.