ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს.
CNN-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ბუნებრივ სტიქიას სამხრეთ ამერიკის უდიდეს ქვეყანაში 765 ადამიანი ემსხვერპლა.
მსხვერპლი წყალდიდობის შედეგად წარმოქმნილმა მეწყერმა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ წყალდიდობა ერთდროულად მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია.
სტიქიის შედეგად ბოლო მონაცემებით ავსტრალიაში 21, ხოლო სამხრეთ აფრიკაში 40 ადამიანია დაღუპული.