კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისის საპოტესტო აქციას შეუერთდა.
როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ათასობით ადამიანი დგას ქუთაისში უკვე ერთი კვირაა და თავისუფლებისთვის იბრძვის.
“დღეს ქუთაისში მიმდინარე პროტესტს შევუერთდით!
ათასობით ადამიანი დგას აქ უკვე ერთი კვირაა და თავისუფლებისთვის იბრძვის. მათთვის ეს ეგზისტენციალური საკითხია - საკუთარი თავისუფლების გარდა მათ ქვეყნის თავისუფლება აინტერესებთ.
ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ არა მხოლოდ თბილისში და რუსთაველზე, არამედ ყველა ქალაქში წყდება საქართველოს ბედი!
ვერ შეათრევენ ამ ქვეყანას უკან რუსეთში, რადგან აქ ცხოვრობენ პატრიოტი, თავისუფლებისმოყვარე ადამიანები, რომლებსაც აქვთ ღირსება!“, - წერს ხაზარაძე.