საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მიშელ ბარნიე თანამდებობას ტოვებს.
ემანუელ მაკრონმა ბარნიეს გადადგომის მოთხოვნა უკვე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს.
ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ მიშელ ბარნიე და მთავრობის წევრები მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ იქამდე, ვიდრე ახალი მთავრობა არ დასახელდება.
გუშინ საფრანგეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
უნდობლობის ვოტუმს მხარი 574-დან 331-მა პარლამენტარმა დაუჭირა. შედეგად, ბარნიეს მთავრობას, რომელიც სამ თვეზე ნაკლებია დაინიშა, გადადგომა მოუწევს. 1962 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა პარლამენტმა საფრანგეთის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ბოლოს ეროვნულმა ასამბლეამ ჟორჯ პომპიდუს მთავრობას გამოუცხადა უნდობლობა.