ჩემს საცხოვრებელ სახლშიც აქვთ მცდელობა რომ შევიდნენ ჩხრეკაზე. ეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან დაშინების მცდელობა, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ.” - წერს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების მდივანი დიმიტრი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.
“ჩემს საცხოვრებელ სახლშიც აქვთ მცდელობა რომ შევიდნენ ჩხრეკაზე. ეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან დაშინების მცდელობა, რაც რა თქმა უნდა არ გამოუვათ. ქვეყანაში დიქტატურის გაფორმება უნდათ და ცდებიან თუ ფიქრობენ,რომ ამას შეძლებენ. ცალკეულ პირებთან სახლში შეჭრები, უკანონო დაკავებები და ზეწოლები არავის გააჩერებს. ქართველი ხალხი რუს დიქტატორს და მისი რეჟიმის მალე გააჯმევინებს საქართველოდან. სამუდამოდ. ბოლო დღეებს ითვლიან და ეს ყველაფერი მოსალოდნელიც იყო.” - წერს დიმიტრი ჩიქოვანი.
შეგახსენებთ, პოლიცია "ფორმულას" დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის სახლებს ჩხრეკს.